პროექტის პრეზენტაციის რუბრიკა |
|||
9-10
|
7-8
|
4-6
|
1-3
|
პრეზენტაცია საინტერესო და კარგად მომზადებულია, ხარვეზების
გარეშე . დემონსტრირება აუდიტორიის ყურადღების კონცენტრაციას
იწვევს.
|
პრეზენტაცია გარკვეულწილად საინტერესო და კარგად მომზადებულია,
ხარვეზების გარეშე დემონსტრირება ზოგადად აუდიტორიის ყურადღების კონცენტრაციას იწვევს.
|
პრეზენტაცია წარმოდგენილია ხარვეზებით, მაგრამ ძირითადად
ინარჩუნებს აუდიტორიის ყურადღებას.
|
პრეზენტაცია ხარვეზებით არის წარმოდგენილი და აუდიტორიის
ყურადღებას ვერ ინარჩუნებს.
|
გრაფიკები, სურათები
და სხვა თვალსაჩინოებები გასაგებია შესაბამისია და პროექტის არსის და კვლევის
შედეგების გაცნობიერებაში ეხმარება აუდიტორიას.
|
გრაფიკები, ნახატები
და სხვა თვალსაჩინოებები ადვილად გასაგებია.
|
გრაფიკები, ნახატები და სხვა თვალსაჩინოებები გარკვეულწილად რთულად
გასაგებია.
|
გრაფიკები, ნახატები
და სხვა თვალსაჩინოებები რთულად გასაგებია, ან არ არის გამოყენებული.
|
შესრულებული გამოთვლები
ზუსტია, მონაცემების თვალსაჩინოდ წარმოდგენისათვის
შერჩეულია ადეკვატური ხერხები. მათემატიკური ტერმინოლოგია და ფორმულები პრეზენტაციას
ადვილად გასაგებს ხდის.
|
შესრულებული გამოთვლები
შეიცავს უმნიშვნელო ხარვეზებს, მონაცემების
თვალსაჩინოდ წარმოდგენისათვის შერჩეულია ადეკვატური ხერხები. გამოყენებულია სწორი
მათემატიკური ტერმინოლოგია და ფორმულები ზოგადად, რაც პრეზენტაციას გარკვეულწილად
გასაგებს ხდის.
|
შესრულებული გამოთვლები
არ არის ზუსტი, მონაცემების თვალსაჩინოდ
წარმოდგენისათვის შერჩეულია ადეკვატური ხერხები. გამოყენებულია სწორი მათემატიკური
ტერმინოლოგია და ფორმულები, მაგრამ პრეზენტაცია ზოგჯერ გასაგებად რთულია.
|
შესრულებული გამოთვლები
მცდარია, მონაცემების თვალსაჩინოდ წარმოდგენისათვის
არ არის შერჩეული ადეკვატური ხერხები. მათემატიკური ტერმინოლოგიის და ფორმულების
გამოყენება შეუსაბამოა, ან შეზღუდულია.
|
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
9–10
|
7–8
|
4–6
|
1–3
|
ჯგუფის ყველა
წევრი აქტიურად არის ჩართული პროექტის მსვლელობის ყველა ეტაპზე, დავალებები
გონივრულად არის გადანაწილებული.
ჯგუფის წევრები ყურადღებით ეკიდებიათ ერთმანეთის
მოსაზრებებს, იდეების გამოხატვას ხელს უწყობენ
და ერთმანეთის მოსაზრებებს აფასებენ.
|
ჯგუფის ყველა
წევრი არ არის აქტიურად არის ჩართული პროექტის მსვლელობის ყველა ეტაპზე, დავალებები
არ არის გონივრულად გადანაწილებული.
ჯგუფის თითოეული წევრი გამოხატავს საკუთარ მოსაზრებას,
მაგრამ ყოველთვის არ ითვალისწინებს თანაგუნდელთა შეხედულებებს.
|
ჯგუფის წევრების უმეტესობა პასიურია და
არ არის ჩართული პროექტის მსვლელობის ყველა
ეტაპზე, დავალებები ნაკლებ გონივრულად არის გადანაწილებული.
ჯგუფის თითოეული წევრი გამოხატავს საკუთარ მოსაზრებას,
მაგრამ ყოველთვის არ ითვალისწინებს თანაგუნდელთა შეხედულებებს.
|
ჯგუფის წევრები პასიურობენ და არ არიან ჩართული პროექტის
მსვლელობის ძირითად ეტაპებზე, დავალებები
არასწორად არის გადანაწილებული.
სხვების მოსაზრებების გათვალისწინება არ ხდება,
ხშირია კამათი და კონფლიქტი.
|
No comments:
Post a Comment