Saturday, November 23, 2013

                                                                                   


სასწავლო პროექტი – ,,გონიერი ფერმერები ძლიერი სოფლისათვის"(პროექტის „ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერების“ ფარგლებში განხორციელებული მინი პროექტი)


პროექტის განმახორციელებელი გუნდი: ტყემალაძე ნინო, კვინიკაძე მანანა

პროექტის განხორციელების ადგილი:  ტყემლანის საჯარო სკოლა, ქ. თბილისის 51-ე საჯარო სკოლა
პროექტის განხორციელების პერიოდი/თარიღი:  სექტემბერი ნოემბერი
პროექტის დასახელება:  „გონიერი 

ფერმერები ძლიერი სოფლისათვის

პროექტის მონაწილეები:  IX  კლასი7 მოსწავლე (სოფ. ტყემლანა) IX კლასი 15 მოსწავლე (ქ.თბილისი)

პროექტის მოკლე აღწერა:
 მოსწავლეები სწავლობენ მომგებიანი ბიზნესის წარმოებას საკუთარი სოფლის ტრადიციული კულტურის( კარტოფილის) მოყვანის მაგალითზე.
პროექტის მიზნები: მოსწავლე შეძლებს მონაცემების მოწესრიგებას და წარმოდგენას დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
პროექტის აქტუალობა: ახალგაზრდები მასიურად  ტოვებენ სოფელს. მოსწავლეთა დაინტერესება საკუთარ სოფელში მომგებიანი ბიზნესით.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათ. IX.4. მოსწავლეს შეუძლია გამოთვლებთან და რაოდენობის შეფასებასთან დაკავშირებულ ამოცანებ ამოხსნა.
  • ასრულებს პირად ხარჯთაღრიცხვასთან, შემოსავლთან დაკავშირებულ გამოთვლებს და შეფასებებს შემდგომი მოქმედების დაგეგმვის მიზნით;
პროექტის მსვლელობა:
·         მოსწავლეები იყოფიან ორ ჯგუფად და ირჩევენ ორ ნაკვეთს რომელზედაც სხვადასხვა ჯიშის კარტოფილია დათესილი და ერთვებიან ოჯახთან ერთად მოსავლის აღების პროცესში, წინასწარ ამოიღებენ კარტოფილს 1კვადრატულ მეტრ   ფართობზე, წონიან მიღებულ კარტოფილს, ახარისხებენ რამდენიმე კატეგორიად (საფურაჟე, წვრილი, საშუალო, მსხვილი).ზომავენ და ანგარიშობენ ნაკვეთის ფართობს და გამოთქვამენ წინასწარ ვარაუდებს მთელ ნაკვეთზე მიღებული მოსავლის შესახებ.
·         ატარებენ გამოკითხვას შერჩეულ ნაკვეთებზე კარტოფილის მოყვანისათვის გაწეული ხარჯების შესახებ. აგრეთვე იკვლევენ მთლიანად სოფლის მიერ წარმოებული კარტოფილის რაოდენობას.
·          გაიაზრებენ სამუშაოს მთელ ციკლს: მიწის დამუშავება, დათესვა, მორწყვა, გათოხვნა, შეწამვლა, ამოღება, რალიზაცია.
·          დაიანგარიშებენ კარტოფილის რეალიზაციის შედეგად მიღებულ  სავარაუდო მოგებას მთელ ნაკვეთზე;
·         გასაღების ბაზრის გამოსაკვლევად, პარალელურ რეჟიმში ქალაქ თბილისის 51 -ე სკოლის მოსწავლეები საკოლმეურნეო ბაზრებში აკეთებენ გამოკითხვებს, რა მოთხოვნაა ახალციხის კარტოფილზე და საშუალოდ რამდენი კილოგრამი იყიდება დღის განმავლობაში, რამდენ კილოგრამ კარტოფილს მოიხმარს ქალაქში მცხოვრები  თითოეული  ოჯახი საშუალოდ  ერთი წლის განმავლობაში. მოსახლეობისგან იღებენ ინტერვიუებს ახალციხის კარტოფილის ხარისხთან დაკავშირებით (იკვლევენ მოხმარების ბაზარს)
·         გაიმართება ონლაინ შეხვედრა 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან თემაზე: ქალაქსა და სოფელს შორის კავშირი, შეჯამდება კვლევის სრული ციკლი, კარტოფილის დათესვიდან გასაღებამდე.
·         მოსწავლეების მიერ გააკეთებული შედეგების სტატისტიკური ანალიზი, პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების ამსახველი ფოტო, ვიდეო/აუდიო მასალა დაიდება ბლოგზე;
·         დაიგეგმება ახალი პროექტები სოფლის და ქალაქის უწყვეტი კავშირის უცილებლობის თემაზე, გაგრძელდება ბლოგის წარმოება, პერიოდული ონლაინ შეხვედრების ფონზე.
·         რაიონის მეზობელი სოფლების სკოლის მოსწავლეების დასაინტერესებლად შედგება შეხვედრები, სადაც ჩვენი სკოლის მოსწავლეები გააცნობენ თავიანთ პროექტს, მოხდება შეთავაზება ანალოგიური კვლევა ჩაატარონ თავიანთ სოფლებში, გაუწევენ კონსულტაციებს სურვილის შემთხვევაში, მოხდება პროექტის ბლოგის პრეზენტაცია.
·         პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სასწორი, საზომი ლენტი, ფოტო აპარატი, ლეპტოპი , ინტერნეტი.